აქციაზე დაკავებულების ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნაწილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. საუბარია პირებზე, რომლებიც პოლიციამ ორშაბათს აიყვანა. გათავისუფლებულთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე – ბრაიან ჯეიმს ბინგამი და პატრიკ ჰენდერსენი. ბრალდება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. გათავისუფლებულთა საკითხს სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს.