აქციის დროს დაკავებულები სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები
გუშინდელი აქციის დროს დაკავებულები სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადანაწილებულები. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დრომდე რჩება „გირჩი – მეტის თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე. იზოლატორთან მივიდნენ პარტიის წევრები.
მათი განცხადებით, დაკავების დროს ზურა ჯაფარიძეზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. რაც შეეხება გიორგი მუმლაძეს, თანაპარტიელების განცხადებით, დაზიანებები მასაც აღენიშნება.