აქციას „ნუ მომკლავ“ საქართველოს რეგიონებიც უერთდება

დედაქალაქისკენ გამოემგზავრნენ უკვე რეგიონებიდანაც. მათ შორის ზუგდიდიდან, ფოთიდან, და ბათუმიდან.

სამეგრელოს რამდენიმე რეგიონიდან მხარდამჭერები ჯერ ზუგდიდში ჩავიდნენ და იქიდან თბილისისაკენ წამოვიდნენ. უკვე დედაქალაქში კი, ისინი თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბებიან.

მიკროავტობუსი დაიძრა ფოთიდანაც. ქალაქიდან რამდენიმე მსუბუქი მანქანა და სამარშრუტო ტაქსი გამოემართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბნენ პარტიის წევრები და მხარდამჭერები ბათუმშიც.