ზუგდიდში ყოფილი უნივერმაღის, „ენგურის“ ყოფილმა აქციონერებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
უნივერმაღის ყოფილმა დირექტორმა, რომელიც აქციების 17 %-იან წილს ფლობდა, ყოფილ აქციონერთა ნაწილის მოთხოვნა გააჟღერა. მათი განცხადებით, შენობა 2007 წელს, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დახმარებით, მოტყუებით მიითვისა მოქალაქე დავით როგავამ, თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა და მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში 2016 წელს შეძლო შენობის დაბრუნება. აქციის მონაწილეები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, წილების დაბრუნებას და ასევე ეწინააღმდეგებიან ამ შენობაში ტოტალიზატორის გახსნას. ყოფილმა აქციონერებმა უკვე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო.