ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა.
პარტიის ლიდერებმა, ირმა იაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა შეკრებილებს მიმართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაიცვან დავით გარეჯი. დღევანდელ აქციაზე ისევ გაისმა სააკაშვილისა და ბოკერიას გასამართლების მოთხოვნა. ასევე მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე, ორგანიზატორებმა თბილისში მიმდინარე პროცესებს დადგმული სპექტაკლი უწოდეს.
აქციის პარალელურად, ზუგდიდში გაიმართა კონტრაქციაც, სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსით „პატრიოტთა ალიანსის“ შეხედულებები გააპროტესტეს.