ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება და პარლამენტში მისი ყოფნა გააპროტესტეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია სპონტანურად სოციალურ ქსელში დაიგეგმა. მათთვის მიუღებელია ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის გავრილოვის ყოფნა საქართველოში.