„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ზუგდიდში, მერიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ადგილზე დოლითა და სასტვენებით მივიდნენ. აქცია გუშინ სოციალური ქსელით დაიგეგმა. პარლამენტის წევრის, ანი წითლიძის თქმით, ის რომ ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია და მათი ერთი მაჟორიტარის ხმები „ქართულ ოცნებას“ მიაკუთვნეს, საოლქო კომისიის თავმჯდომარისა და სახელისუფლებო პარტიის უკანონო ქმედებების შედეგია. აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მსვლელობით დაიწყო, მასში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.