გამოძიება დავით კირკიტაძეს კახეთში გუშინ მომხდარ ინციდენტს ედავება. საუბარია გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებზე, რისი ამსახველი კადრებიც არსებობს.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ცდილობს კირკიტაძე პოლიციის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გაწევას.
არ არის გამორიცხული, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება. შსს დანაშაულებრივ ფაქტებში ჩართული ყველა პირის, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების, პასუხისგებაში მიცემას აანონსებს.
ველისციხის მოვლენებში მონაწილე ადამიანების იდენტიფიცირების პროცესი ახლაც გრძელდება.