ოპოზიციის აქცია თელავში – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერებმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოსთვის“ წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქტივისტების თქმით, სამი დღის წინ თელავის თეატრთან გაშლილ კარავში მყოფ პირებს, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ემუქრებოდნენ და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. აქციის მონაწილეებმა ინციდენტის დროული გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.
შსს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია. პროტესტის მონაწილეებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს.