თბილისში ჯგუფი „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია იმართება.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და შეკრების მიზანია საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ მსვლელობით თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, მოგვიანებთ კი ილიას უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ. ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისას ადგილი ჰქონდა მოქალაქეებთან ფიზიკურ დაპირისპირებასაც.
გენო ოსიყმაშვილი აშუქებს აქცია-მსვლელობას.