„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებმა თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი განცხადების პასუხს ელოდებიან, რომელიც თბილისის საკრებულოში მათი საქმის განხილვის მიზნით შეიტანეს. შეკრებილები საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. დაზარალებულების თქმით, როგორც მათ საკრებულოს კანცელარიაში განუცხადეს, განცხადების განხილვა ერთ კვირაში დასრულდება.