აქცია თბილისის მერიასთან

თბილისში, ფოთის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობის დასრულებას ითხოვენ მეპატრონეები. ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ აქცია თბილისის მერიასთან გამართეს და კახა კალაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი განმარტებით, მერვე წელია, რაც აღნიშნული კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზად მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს აღმოჩენილი კანონდარღვევა სახელდება. ადგილობრივები მათი კუთვნილი კორპუსის მშენებლობის გაგრძელების შესახებ პასუხს თბილისის მერიისგან ითხოვენ.