ხონში სოფელ გორდის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, არ აქვთ გაზი, სასმელი წყალი და ინტერნეტი, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ის შეზღუდვით მიეწოდებათ. შეკრებილების განცხადებით, სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ დაიწყეს და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, ბავშვებს კი განათლების მიღება სახლებში უწევთ.
სოფელ გორდის მოსახლეობა ასევე, მთის ფერდობზე კარიერის მშენებლობის შესაძლო დაწყებასაც აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მერი მივიდა და მოსახლეობას ხვდება.