აქცია სოფელ ატოცში

საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ატოცში აქცია გამართეს კონსერვატორიის სტუდენტებმა.

ახალგაზრდებმა რუსული აგრესია, საქართველოს ტერიტორების უკანონო ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გააპროტესტეს.

ატოცში, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინიგზის ბოძები დაამონტაჟეს, კონსერვატორიის მაგისტრანტებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ ამ ფორმით და ერთდღიანი პროტესტით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.