აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შეკრებილები რამდენიმე დღის წინ, კახეთის გზატკეცილზე აქციის დროს მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.  მათი თქმით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა აქციის მონაწილეს დროშა წაართვა და ძირს დააგდო, რაც მათი შეფასებით არის დანაშაული, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ და უწყებაში შესაბამისი განცხადება შეიტანეს.

მოამბე