„დაბოქლომების“ აქცია გაიმართა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ადგილზე მისულ აქტივისტებს სამართალდამცველები დახვდნენ. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შესასვლელთან მაინც დაადეს. ისინი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩაშლას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.