შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რიგითი მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. შეკრებილები ამბობდნენ, რომ სურდათ ხმა ბიძინა ივანიშვილისათვის მიეწვდინათ, რომელიც მათი ინფორმაციით, სასტუმროში იმყოფებოდა.
ორგანიზატორების განცხადებით, გამოსვლები იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, არ დაკმაყოფილდება.