ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილის ახლობლები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილი. ბრალდებულის ოჯახის წევრები ბუდაღაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებული უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე. ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულის მხრიდან სამართალდამცველების მისამართით არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. ბუდაღაშვილს და ორი დღის წინ დაკავებულ კიდევ სამ პირს 225-ე მუხლით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.