პოლიციამ სუს-ის შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. სუს-თან მისული აქტივისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.