საგურამოს გამგეობასთან მოსახლეობამ და პარტია „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ 2019 წელს მიწის რეგისტრაცია გაამარტივა და ასობით ადამიანმა მიწის ნაკვეთები საჯაროობის გარეშე გაიფორმა. მოსახლეობის განცხადებით, ნაკვეთების გაფორმების შემდეგ, მათ თაღლითობაში სდებენ ბრალს. „გირჩის“ ლიდერების განმარტებით, მსგავს სიტუაციაში ასობით ადამიანია. პარტიის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობას არანაირი კანონი არ დაურღვევია.