„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საჩხერეში „მიგრანტთა პაქტის“ წინააღმდეგ აქცია გამართა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა შეუერთდა გაერო-ს მიგრანტთა პაქტს, რითაც საქართველოში მიგრანტთა შეუზღუდავი რაოდენობით და შეუფერხებლად გადმოსახლების ვალდებულება აიღო.
ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, აქციის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა იმ რისკების შესახებ, რომელსაც შეიცავს გაერო-ს მიგრანტთა პაქტი. „ქართული დასის“ თავმჯდომარის განცხადებით, საჩხერის მცხოვრებლები 16 მარტს, თბილისში დაგეგმილ აქციასაც შეურთდებიან.