აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად

მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვების მოთხოვნით მოძრაობამ „მიშას სექტორი“ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შეუსაბამო პირობებში იმყოფება, რაც დაუშვებელია. მოძრაობამ რუსთავის ციხესთან გადაინაცვლა, სადაც მათი განმარტებით აქციის მესამე ლოკაცია დასახელდება.

სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ყველაფერი კეთდება.