რუსთავის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივები დღეს ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. მოქალაქეებს წყალი სამი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. რუსთავის მცხოვრებლები მერიას სთხოვენ წყალმომარაგების კომპანია მკაცრად გააკონტროლოს. აქვე შეგახსენებთ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად მერიამ სემეკს რამდენიმე დღის წინ მიმართა და ახლა მარეგულირებელი კომისიისგან შეხვედრის ჩანიშვნას ელის. ამ დროისთვის წყალმომარაგება ქალაქში უკვე აღდგენილია.