აქცია იმართება რუსთავში. გზა, რომლიც პროტესტის მონაწილეებს ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, გახსნილია, თუმცა მძღოლები მგზავრების გადაყვანაზე უარს ამბობენ.
ადგილობრივები რუსთავი-თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კომპანია „ინტერტრანსმა“ ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი საკმარისი რაოდენობით არ არის. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მოგვიანებით, კომპანიამ სხვა ხაზებიდან ყვითელი სამარშუტო ტაქსები მიიყვანა, თუმცა მძღოლებმა სოლიდარობის მიზნით მგზავრთა გადაყვანაზე უარი თქვეს.