აქცია რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან არიან შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.

გიორგი კობერიძე აშუქებს საპროტესტო გამოსვლას, რომელიც ამ წუთებში უნდა დაიწყოს.