ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას და „რუსთავი ორისა“ და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას.
„რუსთავი ორის“ შენობასთან სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი იყო მობილიზებული.