უცლელი მოთხოვნით, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება.
აქციის ორგანიზატორები დღეს „თავისუფლების მარშის“ გამართვას აპირებენ. შეკრება პირველი რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც დემონსტრანტები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ. გუშინდელი გამოსვლა კი რუსთაველზე, სხვა დღეებთან შედარებით განსხვავებული იყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი არ გადაკეტილა, აქციის მონაწილეებს არც მსვლელობა გაუმართავთ. ისმოდა სიმღერები, პარლამენტთან შეკრებილებმა ეროვნული ჰიმნიც შეასრულეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულებმა, კიდევ ერთხელ თქვეს, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტრიბუნიდან გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისაკენ მოუწოდეს.