რუსთაველის გამზირი პროტესტის ადგილად რჩება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე მედია საშუალების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებიც. მოთხოვნა უცვლელი რჩება – ადგილზე შეკრებილები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების და მედიაზე ძალადობრივი თავდასხმების გამო პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ვადა დღის 12 საათამდე ჰქონდა მიცემული. სიტყვით გამოსვლები ახლაც გრძელდება. ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას „მოამბის“ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.