პრემიერის განცხადებების გამო მთავრობის მეთაურის გადადგომას ითხოვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პოლიტიკოსების და მოქალაქეების ნაწილი. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, აქციაზე მყოფთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ დღევანდელი გამოსვლა მხოლოდ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოტვას ისახავს მიზნად, რის გამოც პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. საავტომობილო გზა გადაკეტილია.