მორიგი აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. დასაქმებულები კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მედიკოსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის პაკეტი და დასაქმების გარანტიები მიუღებელია და დაანონსებული რეორგანიზაციის გაუქმებას ითხოვენ. უწყების გადაწყვეტილებით, რომელსაც ხუთი საექსპერტო დასკვნა უდევს საფუძვლად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა უნდა დაინგრეს და იგივე ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აშენდეს.
რას აცხადებენ აქციის მონაწილეები? – თათია მაყაშვილი მუშაობს თემაზე.