რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი პროტესტს აგრძელებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პაკეტებს ხელი მოაწერეს, ძირითადად სტუდენტები და ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომლები არიან. მედიკოსები ღია წერილით პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას სთხოვენ.