მოძრაობა „შეცვალეს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ქუთაისის მერისა და იმერეთის გუბერნატორის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს მერთან და გუბერნატორთან შეხვედრა სურდათ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეებმა საღებავებით წარწერების გაკეთება სცადეს, მაგრამ დაცვამ მათ არც ამის საშუალება მისცა.
აქცია 2 საათის განმვლობაში გაგრძელდა.