ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ აქცია პერფორმანსი მოაწყვეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა.
აქტივისტებმა სასამართლოს შენობასთან თოჯინა სახელწოდებით „მოკლეფეხებიანი ბიძინა“ დატოვეს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას 2012 წლის შემდეგ ატყუებს.