აქცია ქუთაისში

„რუსეთი ოკუპანტია“, „თავისუფლებასთან წააგებთ“ – ამ მიწოდებით აქცია გაიმართა ქუთაისის მერიის წინ.

აქციის მონაწილეები საქართველოსა და პარლამენტში რუსი დეპუტატების  ვიზიტს აპროტესტებენ.  მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დაუშვებელია, ოკუპანტების მისვლა და თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება.

ქუთაისის მერიის წინ მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წევრები  და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, მიმდინარე საკითხის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს.