ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა ქუთაისში.
სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „კოლხური შადრევნის“ გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, რისთვისაც უნდა შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციები.