ქობულეთში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ბობოყვათის მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი თქმით, ქონების მართვის სააგენტოს მიერ წინაპართა მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, მიწები საუკუნეების განმავლობაში მათ ოჯახებს ეკუთვნოდა და ქონების მართვის სააგენტომ ისე გაასხვისა, რომ მათ არაფერი ჰკითხა.
აქციის მონაწილეებმა ოფისთან ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისა და ეკონომიკის მინისტრის ფოტოები დაწვეს და ინვესტორთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.