საბანკო ვალდებულებების გადავადებისა და პროცენტის განულების მოთხოვნით ქობულეთში „ქართული ოცნების“ ოფისთან საოჯახო სასტუმროების, კაფე-ბარებისა და სხვა ტურისტული ობიექტების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მმართველი პარტიის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიისა და ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, ისინი საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ და სახელმწიფო მათ გვერდში უნდა დაუდგეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას რამდენიმე დღიანი ვადა მისცეს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი აქციების განახლება დააანონსეს.