„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციის წევრები აცხადებენ, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლას აპროტესტებენ.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.