საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა და ადვოკატებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თითქმის სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ექსპერტიზის პასუხი მიიღეს. თუმცა ის არასრულია. გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, მის შვილს სხვადასხვა ბაქტერიული ანალიზი უნდა ჩატარებოდა, რაც არ ჩაუტარდა. ასევე, ჩარკვიანის ინფორმაციით, 27 სექტემბერს ის საქმეზე დამატებით დეტალებს გაასაჯაროებს. აღნიშნულ საქმეზე აქცია ბათუმში „ერას მოედანზეც“ გაიმართა, სადაც სოლიდარობის ნიშნად, ბათუმელი ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.