გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიებამ უკვე დაკითხა არაერთი მოწმე. პარალელურად, ტარდება სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ფეხბურთელი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

თეონა ხუბულავა დეტალებით – თუ არის ცნობილი საქმეზე ახალი დეტალები?