აღიარებენ თუ არა ბრალს 19 წლის სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები, როგორ აღმოჩნდა ინციდენტის ადგილზე საქმის მთავარი ეპიზოდის ფიგურანტი, გიგა ტატიაშვილი და რას აცხადებენ ბრალდებულთა ადვოკატები

21:02, 27.06.2020

სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა და გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ახალი დეტალები. რა არის ასახული კადრებში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს. შვიდწუთნახევრიანი ვიდეო და დაპირისპირების ეპიზოდი. ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. ვერსიები განსხვავებულია, კითხვები კი უპასუხო.

გამოძიება ოფიციალურ ვერსიაზე ჯერ კიდევ არ საუბრობს. საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ. გამოძიება ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ნაწილს კი ძალადობას ედავება.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.

მსგავსი