აღკვეთის ღონისძიება

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, დაკავებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე ექიმისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ასევე სახელმწიფო ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეწყვეტის შუამდგომლობითაც გამოვიდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ექიმმა, რომლის ინფორმირებით და უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და გარდაცვლილი ახალგაზრდას მამა, გაიოზ ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.