აქცია პროკურატურასთან

გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა ადვოკატებთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართა. გარდაცვლილის მამა არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა დაგვიანებულ სამედიცინო რეაგირებას და ექიმების არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. მისი განმარტებით, ოჯახს გააჩნია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია, აღნიშნული დადასტურდეს. როგორც გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, საქმეზე მას და გენერალურ პროკურორს შორის ხვალ შეხვედრა შედგეს. 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.