აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა აქცია გაიმართა გენერალურ პროკურატურასთან.
დევნილები პროკურატურისგან და ხელისუფლებისგან მათთვის ბინების და ფართების გადაცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დევნილთა სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ბინების გადაცემა შერჩევით ხდება და ხელისუფლება ისეთ ადამიანებს არჩევს, რომლებიც მათი მხარდამჭერები არიან. დევნილების თქმით, სამინისტროში მუშაობენ პირები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ უნდა შეიცვალოს ქულების სისტემა, რომლის მიხედვითაც დევნილებს ბინები გადაეცემათ.
აქციის წევრების მოთხოვნებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და ყველა დევნილი პირი კანონის მიხედვით საცხოვრებელ სახლს ეტაპობრივად მიიღებს.