აქცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით

სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტიას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტი მსგავს საუბარს გააგრძელებს, მაშინ საქართველო პარტნიორებს დაკარგავს.