აქცია-პერფორმანსი თბილისში.
ქალაქის რამდენიმე უბანში და დედაქალაქის მთავარ გამზირზე ბანერები გამოჩნდა. როგორც გაირკვა, აქცია კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებლებმა გასული წლის მოვლენებთან დაკავშირებით დაგეგმეს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ რამდენიმე აქტივისტმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგა. ბიუსტზე არის წითელი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგ ირთვება ხმოვანი ფრაზა – „მოდი, დავიწყოთ ბოდიშით”. აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ბიუსტი პარლამენტთან სამი დღე დარჩება, ამის შემდეგ კი ინსტალაცია თბილისის სხვადასხვა კაფე-ბარში განთავსდება.