„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სიმბოლურად 41 პრობლემა გამოფინეს, რომელიც, მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. ისინი ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მხოლოდ ფორმალურად წავიდა.