აქცია პარლამენტთან - შეფასებები

შარშან უკან გაწვეულმა და ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილმა კანონპროექტმა პოლიტიკური ვნებათაღელვა გაზარდა.

ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს პროცესების რადიკალიზაციის მცდელობაში და მიმდინარე პროტესტის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან სახელდებიან ის ოპოზიციონერი ლიდერებიც, რომლებიც, მათი აზრით, ახლა რუსთაველის გამზირზე სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას წინასწარ მომზადებული აქტივისტების საშუალებით ცდილობენ. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სადავო ინიციატივის გარშემო დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს და დოგმებით და აღქმებით მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ. კონტრბრალდებები ისმის ოპონენტებისგან. ოპოზიცია მმართველ პარტიას საზოგადოების მასშტაბურ პროტესტზე მიუთითებს.