აქცია პარლამენტთან

11 საათიდან პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის ოფიციალურ პროცედურებს დააკვირდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან იქამდე, სანამ საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით არ ჩააგდებს კანონპროექტს, რის შედეგადაც ის უკვე გაწვეულად ჩაითვლება.

რა ვითარებაა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამას თეონა ხუბულავა გვეტყვის – ვინ იმყოფება აქციაზე და როგორია აქციის მონაწილეთა დღევანდელი გეგმა.