პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ დღეს სამოქალაქო აქტივისტები და უზენაესი საბჭოს წევრები. მათ 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის დღე გაიხსენეს და დამოუკიდებლობის აქტის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უზენაესი საბჭოს წევრების შეფასებით, 31 წლის წინ გამართული რეფერენდუმი არის პირველი ანტისაოკუპაციო აქცია. მათივე თქმით, ამ რეფერენდუმს აქვს იურიდიული ძალა და სწორედ მის შედეგებს უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიების გამთლიანება.